Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეოთხე ვებინარი კონკურენციის სამართალში

 

მეოთხე ვებინარი კონკურენციის სამართალში

 

2025 წლის 15 დეკემბერს 17:00 საათზე თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება მეოთხე ვებინარი კონკურენციის სამართალში,  სადაც მოწვეული სპიკერი - სტავროს მაკრისი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კონკურენციის სამართლის ლექტორი - ისაუბრებს კონკურენციის სამართლებრივ ნორმებზე. კონკურენციის სამართლებრივი ნორმები, როგორც წესი, ზოგადი და ბუნდოვანია. ამას დარგის სისუსტედ მიიჩნევენ. თუმცა, კონკურენციის სამართლის ნორმების ამ თვისების გამოა, რომ მათ დინამიკურ საბაზრო ცვლილებებთან შესანიშნავი ადაპტაციის უნარი გააჩნიათ და შედეგად, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დანერგვას ადეკვატურად უწყობენ ხელს. ნორმების ზოგადი ხასიათი მათი ფართოდ ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ეს ინტერპრეტაციები შესაძლოა შეიცვალოს, თუ ამას ახალი საბაზრო ან/და სოციალური გარემო მოითხოვს. ვებინარი სწორედ ამ საკითხის გაანალიზებას დაეთმობა.

ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ პოსტერს. დასწრების მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ლინკის საშუალებით - https://forms.gle/QWibC4fjcUSrF5Fz9

 

თარიღი: 12/12/2025